სასტუმრო "აპოლონი" აშენდა 1998 წელს. ბაკურიანში პირველად "აპოლონის" წყალობით დამკვიდრდა ალპური სტილის სასტუმროს კონცეფცია.
ბაკურიანი განლაგებულია ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე, ცნობილია ჯანმრთელი ჰავითა და ლამაზი ბუნებით, იზიდავს დამსვენებლებსა და ტურისტებს წლის ოთხივე სეზონზე.
"აპოლონი" აგებულია სამთო კურორტის სტილის შესაბამისად: სამსართულიანი შენობის შიდა ინტერიერი - კედლების მოპირკეთება და ავეჯი - დამზადებულია ადგილობრივი ხის მასალისგან. სამი ბუხარი ქმნის რომანტიულ და მყუდრო განწყობას.ჩვენთან განსაკუთრებით იგრძნობა მთისა და სამთო-სათხილამურო სპორტის სიყვარული და მხარდაჭერა.
მრავალი წლის განმავლობაში სასტუმრო "აპოლონი" ინაჩუნებს მის მიერ შექმნილ ტრადიციებს და მომსახურების ხარისხს.
პერსონალის კეთილსინდისიერება, ინდივიდუალური მიდგომა და ხანგრძლივი გამოცდილება დაგამახსოვრებთ დასვენებას სასტუმრო "აპოლონში".